"სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

" />
12:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 12:40:05, 680 ნახვა

რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა „გამყოფ ხაზზე“ კონტროლი გაამკაცრა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "კა-გე-ბე" დე-ფაქტო გამყოფ ხაზსა და მის მიმდებარე სოფლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში პროფილაქტიკურ სამუშაოებს ატარებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ფარგლებში კონტროლი გამკაცრდა. 

როგორც "სპუტნიკ-ოსეტია" წერს, აღნიშნული ე.წ. რეჟიმი 1-ელ ივნისს დაწესდა და 8 ივლისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, მოსახლეობა ვალდებულია, მუდმივად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი თან იქონიოს.

დე-ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, რეჟიმი გამშვებ პუნქტებზეც გამკაცრდება, სადაც მოსახლეობის, ტვირთების და სხვადასხვა სახის პროდუქციის გატარებაზე, ასევე ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დროებით მყოფი ადამიანების შესვლასა და სატრანსპორტო საშუალებებზე - დამატებითი კონტროლი ხორციელდება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "კა-გე-ბე" მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გახშირდება შემოვლები, რის გამოც, მიმართავს ადგილობრივებს, სახლიდან გასვლისას, მუდმივად თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics