14:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-18 11:06:31, 662 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური აშშ-ში შეხვედრებს მართავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტისა და ICT-ის ჯგუფის (Global Practice) დირექტორთან პიერ გიუსლაინთან, ასევე გლობალური ინფრასტრუქტურის ინსტრუმენტის (Global Infrastructure Facility) ხელმძღვანელთან ჯორდან შვარცთან.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ტრანსპორტისა და ICT-ის ჯგუფის (Global Practice) დირექტორთან გამართულ მოლაპარაკებებზე მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

უწყების ცნობით, მსოფლიო ბანკის ტრანსპორტისა და ICT-ის ჯგუფის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან ფუნქციას გლობალურ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში და გამოითქვა სურვილი, მსოფლიო ბანკის აღნიშნული ჯგუფი უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში.

გარდა ამისა, გლობალური ინფრასტრუქტურის ინსტრუმენტის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე GIF-ის მიერ საქართველოში დასაფინანსებელი პოტენციური პროექტების შესახებ ისაუბრეს.

როგორც GIF-ის ხელძღვანელმა აღნიშნა, ისინი მზად არიან განიხილონ პროექტები, რომელიც მიწოდებული იქნება ქართული მხარის მიერ. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იქნება იმ ქვეყნებს შორის, სადაც GIF-ის მიერ პროექტები განხორციელდება. ფინანსთა მინისტრმა კი მომავალი თანამშრომლობის კუთხით სრული მზადყოფნა დააფიქსირა.

კიდევ ერთი შეხვედრა ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქართველ თანამშრომლებთან გამართა, სადაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე და მთავრობის მიერ ეკონომიკის სტაბილიზაციისა და განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics