03:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 13:13:01, 538 ნახვა

რეგიონი
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება

„ზაფხული იწყება აქ“ - ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით,  4 საათიდან ალი და ნინოს ძეგლთან სპეციალური, საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე  სტუმრებს გასართობი მუსიკალური შოუ ელოდებათ.

მათივე ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ელექტორნული მუსიკით friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia  და ლაშა გურული, იზრუნებენ. პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია ბარი და კაფეები - Radio Bar, Pipes Burger Joint, Pirate Bay Bar, Cold Bar, Martini Bar, სადაც სასმელებისა და კერძების შეკვეთა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი.

დღის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა აქტივობებიც. მათ შორის ველო მარათონი, ქუჩის რაგბი, ფრანები შოუ, დღის ფეირვერკი. ბავშვებისთვის კი სახის მოხატვა, ქვებზე ხატვა, უფასო ჰელიუმისა და საპნის ბუშტები.

ამავე დღეს, კლუბი მანდარინის მიმდებარე ტერიტორაზე იფუნქციონირებს უფასო შეზლონგები და ქოლგები. 6-დან 7-საათამდე კი წყლის გასართობი საშუალებები - სკუტერი, პარაშუტი და იახტები იქნება უფასო.

საღამოს, პლაჟზე დაინთება უზარმაზარი კოცონი, რომელთან მისასვლელი გზაც ჩირაღდნებით განათდება. სეზონის გახნის ღონისძიება გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდება.

8 ივნისს, კი ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების წინასწარი ანონსი ქუჩის კონცერტებით დაწყება.

 ადგილობრივი ბენდები საბაგიროსთან, უნივერსიტეტთან და ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან დაუკრავენ და სტუმრებს სეზონის გახნის ღონისძიებაზე დაპატიჟებენ.

მიმდინარე წელს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინსიტროს ორგანიზებით და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics