17:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 18:25:35, 612 ნახვა

საზოგადოება
ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრი ხვალ რეგიონულ კონფერენციას გამართავს

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ხვალ, 09:30 საათზე, ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA) იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობით კონფერენციას გამართავს. კონფერენციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. მას შს მინისტრის პირველი მოადგილე ლევან იზორია დაესწრება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები საქართველოდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან და ხორვატიიდან. 

კონფერენციის მიზანია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული  გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის გაცვლა.  მონაწილეები გაეცნობიან   ევროპის ადრეული გაფრთხილების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოვლენას, მათ მიერ გამოწვეული რისკების შეფასებას და სათანადო კონტროლის მექანიზმების გატარებას.

ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი  ევროკავშირის ნარკომანიასთან ბრძოლის სააგენტოს წარმოადგენს. მასთან თანამშრომლობა  ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი მიმართულებაა. უახლოეს მომავალში  ქართულ მხარესა და ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპულ ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმსაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics