18:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 16:06:26, 402 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: ნეპოტიზმი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ წამყვანი დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც დამახასიათებელია

თავდაცვისა და უშიშროების  კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მტკიცებით, ნეპოტიზმი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ წამყვანი დემოკრატიული ევროპელი ქვეყნებისთვისაც დამახასიათებელია.
"მე არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო,  რა ხდება საბერძნეთში,  იტალიაში,  გერმნაიაში.  ჩვენმა ხელისუფლებამ რაც გააკეთა არის ის, რომ საჯარო სამსახურში მიღების წესი დაადგინა, რაც საკონკურსო ხასიათს ატარებს. რა თქმა უნდა,  ამ ვითარებაში რაღაც ინდივიდუალური  მიდგომები,  პრობლემები იქნება, მაგრამ ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ რაღაც საერთო კულტურული მიდგომებით და არა სიტუაციის გამკაცრებით. გაჭირვებული  ადამიანი, რომელიც სამსახურს ეძებს,  რომელსაც უნდა რომ ოჯახი არჩინოს და ამის გამო, რომ დახმარებას სთხოვოს ვინმეს სამსახურის შოვნის მიზნით, ეს უკვ ნეპოტიზმის გამოვლინებაა და შეიძლება ამისთვის დაიჭირონ",-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინიციატივაზე  იმსჯელებს,  რომლის თანახმადაც,  ცვლილება  სისხლის  სამართლის კოდექსში უნდა განხორციელდეს და ნეპოტიზმის ქმედება დასჯადი გახდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics