14:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 13:16:36, 492 ნახვა

საზოგადოება
სესიაშვილი: დიდი ტრაგედიაა, როცა პოლიციელი მშვიდობიანობის პერიოდში იღუპება

„ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა პოლიციელი სამხედრო მოსამსახურე, მშვიდობიანობის პერიოდში იღუპება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ქაშუეთის ტაძრის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, მშვიდობიანობის პერიოდში იღუპება. ადამიანები, რომლებიც თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ამიტომ, ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ვუზრუნველყოთ ერთის მხრივ უსაფრთხოება, მაგრამ ამასთანავე არ დავუშვათ, რომ ამ საქმეში ჩვენს პოლიციელებს, სამხედროებს, სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე დაემუქროთ. ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს, ხელისუფლების გასაკთებელი, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ამ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან ერთიანობის შენება არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics