12:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 16:35:37, 359 ნახვა

საზოგადოება
„კავკასუს ონლაინს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის გამო სანქცია დაეკისრა

შპს „კავკასუს ონლაინს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის გამო სანქცია–წერლობითი გაფრთხილება დაეკისრა. 

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი, კომპანიას აბონენტთან მომსახურების მიწოდების შესახებ წერილობითი ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული. ამასთან, აბობნენტს არასათანადო ხარისხის მომსახურებას უწევდა.  

კომისიის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად „კავკასუს ონლაინში“ კიდევ ერთი დარღვევა გამოიკვეთა. აღნიშნული კომპანია მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებისას სამაუწყებლო არხს ზრდასრულთათვის (+18) არასათანადო კოდირებით აწვდიდა მომხმარებელს. 
როგორც კომუნიკაციების ეროვნულ  კომისიაში აცხადებენ, „კავკასუს ონლაინმა“ დაარღვია  „ელექტრონული კომუნიკიაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი, რის გამოც კომპანიას დაეკისრა სანქცია – წერილობითი გართხილება. 

კომპანიას გონივრულ ვადაში არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის მქონე პროდუქციის კოდირების გარეშე მიწოდების შეზღუდვა და აბონენტისათვის მომსახურების შეფერხებით მიწოდების დღეებზე კომპენსაციით უზრუნველყოფა დაევალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics