2017-03-03 11:42:07, 2272 ნახვა
სამართალი კომენტარი
მდინარაძე: მთავარია, „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცეთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება ყველას აქვს და ამას მათ ვერავინ აუკრძალავს.
როგორც მდინარაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მთავარია, „რუსთავი2“-ის თითოეულ ჟურნალისტს თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცეს:
„რაც შეეხება ქუჩაში გამოსვლას, თუ რაღაცის გაპროტესტებას, ეს მათი უფლებაა, ვერავინ აუკრძალავს ამას. მთავარია, რომ „რუსთავი2“-ის თითოეულ ჟურნალისტს მიეცეს საშუალება თავისუფალი მოქმედების, ისინი სარედაქციო პოლიტიკაში იყვნენ დამოუკიდებლები აბსოლუტურად და დანარჩენი ალბათ ჩემი შესაფასებელი არ არის“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გუშინ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის წილის 60%-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40%-ის შპს „პანორამა“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან