2017-03-02 18:21:05, 2481 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პეტრ პაველი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ჩვენი ყურადღების ცენტრშია
ჩვენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აღვიქვამთ, როგორც ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, რომელიც ჩვენი ყურადღების ცენტრშია,-ეს განცხადება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ერთი რომელიმე ქვეყნის ხარჯზე ვერ მიიღწევა, არამედ საჭიროა ყველა მხარის ჩართულობა:
„რეგიონის ქვეყნებთან უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაფართოოთ თანამშრომლობა. თუ არსებობს გამოწვევა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაძლევად. გვსურს გონივრული დოალოგის წარმოება“,-აღნიშნა გენერალმა პეტრ პაველმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან