21:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 14:42:33, 380 ნახვა

პოლიტიკა
EBRD–ის ბიზნესფორუმისთვის ნაყიდი ავტომობილები მინისტრების ჯიპებს ჩაანაცვლებს

EBRD–ის ბიზნესფორუმზე მოწვეული საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის დელეგაციის წევრთა მომსახურების მიზნით შესყიდული „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილები  მინისტრების ჯიპებს ჩაანაცვლებს. 

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, ჯიპები კი, რომლებიც ამჟამად მინისტრებს ემსახურება, გაიყიდება. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13–15 მაისს EBRD–ის ბიზნესფორუმი გაიმართება. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 748 411  ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხიდან კი, 4 718 475 ლარის ღირებულების  „ტოიოტა ქამრის“ 67 ავტომობილი  შეიძინეს,  რომლებიც  ფორუმზე მოწვეული მაღალი დონის დელეგაციას მოემსახურება.  

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ავტომობილების გამოყენება გათვალისწინებულია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ ფარგლებშიც. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics