07:26 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 16:16:25, 2420 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გიორგი გახარია: საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის სტრუქტურაში შეტანა მისაღებია და ალბათ, კარგიც არის

„ბუნებაში არსებობს ორივე ვარიანტი, ჩვენ ამაზე შეთანხმებული ვიყავით სექტორთანაც და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთანაც, რომ ზედამხედველობის ფუნქცია შეიძლება იყოს როგორც ეროვნული ბანკის შიგნით, ასევე ეროვნული ბანკის გარეთაც“, -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგერადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საბანკო ზედამხედველობის ფუნქციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა, მინისტრმა უპასუხა, რომ ამას შეცდომას ვერ დაარქმევს.

„აქ ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შინაარს, რომ ეს ფუნქცია უნდა იყოს ძლიერი, განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც საფინანსო სექტორის ბანკოცენტრული სისტემა გვაქვს. მე ამ თემას აღვიქვამ, რომ ეს იყო იმ კონტექსტში და იმ ეკონომიკურ მდგომარეობაში  მიღებული გადაწყვეტილება. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე და იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდისა და  ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელობა აქვს ყოველ გახარჯულ ლარს, ვთვლი რომ კიდევ ერთი მეგარეგულატორის შექმნა,  ამ ეტაპზე, ალბათ, არ იყო სწორი. მისი ეროვნული ბანკის სტრუქტურაში შეტანა აბსოლუტურად მისაღებია და ალბათ, კარგიც არის, თუმცა შინაარსობრივ ნაწილს ეს არ ცვლის. ეს რეგულაცია შეიძლება იყო როგორც ბანკის გარეთ, ასევე მის შიგნით, მის ხასიათზე ეს არ აისახება. მთავარია ის  იყოს ობიექტურად ძლიერი, განსაკუთრებით ჩვენნაირ საბანკო სისტემაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics