19:22 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 17:09:50, 1802 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მაღლაფერიძე: ჩემი და ბორდის პოზიცია ტელევიზიის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ერთი კვირის ვადაში მაუწყებლის ბორდისგან არხის შეფასების კრიტერიუმებს ელოდება.

როგორც მაღლაფერიძემ ბორდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მისი და ბორდის პოზიცია ტელევიზიის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა, არხის შეფასებასთან დაკავშირებით პოზიცია კი განსხვავდება. 

ახალი მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის მდგომარეობას რეიტინგები ასახავს, ბორდი კი თვლის, რომ მაუწყებელი განსხვავდება სხვა ტელევიზიებისგან, ამიტომ ერთ კვირაში ბორდი შეფასების კრიტერიუმებს წარადგენს.

ცნობისთვის, ბორდის და ვასილ მაღლაფერიძის შეხვედრა 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics