06:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 16:00:58, 1961 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
საყვარელიძე პროკურატურის განცხადებაზე: მშვილდ-ისრით ვაპირებდი წერილის გატყორცნას, შემდეგ მტრედებს გავატანე

„ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას.

 „კომიკურიდან ტრაგიკულში გადავიდა ეს ყველაფერი. ძალიან მწყდება გული, რომ სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები პრიმიტიული, გონებაშეზღუდული და ბოროტი ადამიანების ხელში აღმოჩნდა. ერთი უზუსტობა დაუშვა პროკურორმა, თავიდან მშვილდ-ისრით ვაპირებდი წერილის ტყორცნას, შემდეგ მტრედებს გავატანე, მალე რომ მიეტანათ, ესეც უნდა დაემატებინათ და სრული სურათი დაიხატებოდა. უნამუსობა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ისინი აკეთებენ, ამას ჰქვია სისხლის სამართლის დანაშულის მასალების, მტკიცებულებების გაყალბება, ამაზეა ცალკე მუხლი, ადრე თუ გვიან ეს მუხლი უნდა გააქტიურდეს, რომ ეს სისტემები და ინსტიტუტები არ იყოს მართული პოლიტიკური ჯგუფების მიერ. სატელევიზიო კომუნიკაცია აქვს საქართველოს პროკურატურას ჩემთან. ფალსიფიცირებული, ბრიყვული თხზულებების მეშვეობით, შევარდნაძის დროინდელი უშიშროება და პროკურატურა ამას არ იზამდა, არ იკადრებდა. სამარცხვინოა, პირში ვეტყვი, როცა ვნახავ ყველა იმ პროკურორს, რომლებიც მე კარგად მიცნობენ, ვინც დღეს გამოაცხადა, მისი ხელმძღვანელები, შოთაძე, გაბიტაშვილი, ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული“, - განუცხადა დავით საყვარელიძემ „რუსთავი 2“-ს.

შეგახსენებთ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინებები დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა ამ ეტაპზე უწყება არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics