09:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 12:27:42, 1732 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: მოგიწოდებთ, ჩვენი შენიშვნები განიხილოთ, როგორც ერთი ჩვეულებრივი ეტაპი საკანონმდებლო პროცესში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე  პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, მომხსენებელმა ანა დოლიძემ, კომიტეტის წევრებს მოუწოდა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილონ, როგორც ერთი ჩვეულებრივი ეტაპი საკანონმდებლო პროცესში.  მისივე  განმარტებით, მოტივირებული შენიშვნები ესაა საშუალება, პრეზიდენტმა საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა მიიღოს:

„ჩვენი შენიშვნები ეხება რამდენიმე ასპექტს წარმოდგენილი კანონპროექტისა და მოგიწოდებთ, რომ ჩვენი შენიშვნები განიხილოთ, როგორც ერთი ჩვეულებრივი ეტაპი საკანონმდებლო პროცესში. მოგეხსენებათ, რომ საკანონმდებლო პროცესი გვირგვინდება პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის განხილვით, მისი გამოქვეყნებით, ან პარლამენტისათვის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დაბრუნებით. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ არის რაიმე ფატალური,  ან დრამატული ეტაპი, ესაა საშუალება, რომ პრეზიდენტმაც მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში და გთხოვთ, ასე განიხილოთ თქვენს წინაშე წარმოდგენილი მოსაზრებები. ჩვენი მოსაზრებების ამოსავალი მიზანია სასამართლო სისტემის გაჯანსაღება“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, შენიშვნათა ერთი ჯგუფი ეხება სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას და მოსამართლეებისთვის მეტი  ავტონომიის მინიჭებას, მეორე ჯგუფი- მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდას, ხოლო შენიშვნების მესამე ჯგუფი, შედარებით ტექნიკური ხასიათისაა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს  სთავაზობს  ცვლილებებს, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემას უფრო დახვეწს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics