01:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 13:28:05, 2872 ნახვა

სამართალი კომენტარი
ნიკა გვარამია: გავრცელებული აუდიო ჩანაწერი უმოწყალო მონტაჟია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ის სავარაუდოდ იუსტიციის ყოფილ მინისტრ, ზურაბ ადეიშვილს ელაპარაკება, "უმოწყალო მონტაჟია".

როგორც გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მისი ხმა სხვადასხვა საუბრებიდანაა აღებული, ხოლო ადეიშვილთან სატელეფონო საუბრები არ ჰქონია. 

"მადლობას ვერ მოვახსენებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ასეთი ყურადღებისთვის. ეს დანაშაულია, რასაც ისინი ჩადიან. ეს არ არის ჩემი და ბატონი ადეიშვილის საუბარი, არის ჩემი საუბრის კომპილაცია სხვადასხვა საუბრიდან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუ არის ბატონი ადეიშვილის საუბარი, ისიც აღებულია როგორც ჩანს სხვადასხვა საუბრიდან. ეს არის უმოწყალო მონტაჟი", - აღნიშნა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე მამუკა ახვლედიანზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მას "რუსთავი 2"-ის საქმესთან შეხება არ ჰქონია.

„როგორც ჩანს, უფრო აქეთ წაიყვანს სახელმწიფო საუბარს, რომ მე ახვლედიანს ქრთამი მივეცი, ახვლედიანს ეს საქმე არცერთ ინსტანციაში განუხილია,“ - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, გამოცემა Українська революція მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც მათ მტკიცებით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარია ასახული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics