00:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 18:34:06, 1867 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგია

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ჰერმანის თქმით, დღეს საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.

ჰერმანი იმედოვნებს, დარჩენილი პროცედურები მალე დასრულდება:

“ევროპარლამენტის  კენჭისყრის შემდეგ ჩემთვის დიდი პატივია  პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, ესაა შედეგი საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოსი. ახლა მორიგი ნაბიჯია გადასადგმელი, რადგან წევრმა ქვეყნებმაც საბჭოში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება . მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩება გადასადგემლი. იმედი მაქვას, ეს ძალიან მალე მოხდება. ვიზალიბერალიზაციის პროცესს პირადად ვაკვირდებოდი ბოლო ორი წლის განმავლობაში და ვიცი, რამდენი რამე გაკეთდა“,-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics