00:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 14:29:42, 2073 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიკი მაიერი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით ორგანიზებულ დანაშაულს გზას გავუხსნით

ევროპარლამენტში ნიდერლანდების წარმომადგენლის ვიკი მაიერის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით ევროპა ორგანიზებულ დანაშაულს გაუხსნის გზას.

როგორც მაიერმა პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, მისი პარტია ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგია.

„ვიზალიბერალიზაციის წინადადება, რომელიც ბრიუსელმა შესთავაზა ქვეყანას, პრობლემას უქმნის ევროპას. ჩვენ ახლა გავუხსნით გზას ორგანიზებულ დანაშაულს ამ ქვეყნიდან და არ გვჭირდება ეს გადაწყვეტილება მსგავს სიტუაციაში. ქართველი კრიმინალები გერმანიაში უფრო და უფრო დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. როდესაც ევროკავშირში ადამიანები ჩამოდიან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამგვარი შესაძლებლობები, ჩემი პარტია მხარს უჭერს უსაფრთხოების საკითხს ევროკავშირში და ამიტომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგი ვარ“, - განაცხადა ვიკი მაეიერმა.

ნიდერლანდების გარდა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი დეპუტატიც. კენჭისყრა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში დაიწყება. მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics