21:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 16:47:26, 1728 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიგა ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმი მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ

„ივანიშვილის რეჟიმი მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 ბოკერიას თქმით,  პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ძლიერი გუნდით ქვეყნისთვის საქმის კეთებას შეუდგება.

„ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებით, სადაც უნდა მოვიყვანოთ ხალხი თვითმმართველობაში, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და არა ოლიგარქს. დავიწყოთ ივანიშვილის რეჟიმის შეცვალა. მერე  მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი და რაც მთავარია ამის შემდეგ  დავიწყოთ საქმის კეთება ამ ქვეყნისთვის ძლიერი გუნდით, რომელიც ხალხის  წინაშე არის  ანგარიშვალდებული, ძლიერი გუნდით, რომელიც დაიცავს  ჩვენი  ქვეყნის თავისუფლებას, თითოეული მოქალაქის თავისუფლებას და  როგორც  აქ უკვე ითქვა თავისუფალი ადამიანები მოიპოვებენ კეთილდღეობას, თავისუფალი ადამიანები დაიცავენ უსაფრთხოებას, თავისუფალი ადამიანები უზრუნველყოფენ ეკონომიკურ წინსვლას და ამ ქვეყნის საბოლოო დაბრუნებას თავისუფალ და ერთიან ოჯახში, სადაც ადამიანები იცხოვრობენ ღირსეულად, სადაც  ყველას აქვს შანსი წინსვლის  და სადაც ყველას აქვს შანსი ეკონომიკურად დაცული იყოს, ამიტომ ვიწყებთ თქვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად ამ მოძრაობას თავისუფლებისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics