|
2017-01-27 10:22:28, 827 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ქართველ მსმენელებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ქალაქ ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სტუმრობით დაიწყო. ქართულ დელეგაციას სამხედრო სასწავლებლის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ანდის დილანმა უმასპინძლა და კოლეჯის სასწავლო პროგრამებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. ტარტუში მდებარე სამხედრო სასწავლებელში სტუმრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მივლენილ ქართველ მსმენელებთან შეხვედრით გაგრძელდა, რომლებიც ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სამეთაურო-საშტაბო და უმაღლეს სამეთაურო კურსებს ესწრებიან. ლევან იზორიამ ქართველ მსმენელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უწყების წარმატება სწორედ მსგავსი კვალიფიციური კადრებით არის შესაძლებელი. „ ეს სასწავლებელი ევროპაში გამორჩეულია, აქ მიღებული კვალიფიკაცია კი, საკმაოდ მაღალი. გვსურს, რომ თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და მომავალი წარმატება სწორედ ასეთი კვალიფიციური კადრებით იყოს განსაზღვრული და განპირობებული. როდესაც ისინი საქართველოში დაბრუნდებიან, ყველანაირ პირობებს შევუქმნით, რომ სწორედ მათთან ერთად განვახორციელოთ დაწყებული რეფორმები“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ქართველ სტუდენტებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი და საქართველოს სამხედრო ატაშე ბალტიის ქვეყნებში, პოლკოვნიკი არჩილ პეტრემღვდლიშვილი დაესწრნენ. ამჟამად, ბალტიის თავდაცვის კოლეჯში საქართველოს თავდაცვის უწყებიდან სამი ოფიცერი და ორი სამოქალაქო პირი სამეთაურო-საშტაბო და უმაღლეს სამეთაურო კურსს გადის. ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან და თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ენდრეკ სირელისთან შეხვედრები. (NS)
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)