18:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 15:42:21, 1988 ნახვა

სამართალი კომენტარი
ლევან სამუშია: სააპელაციო სასამართლომ ზეწოლას ბოლომდე ვერ გაუძლო

ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ბოლომდე ვერ გაუძლო ზეწოლას და ე.წ. კაბელების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანა.

სამუშიას თქმით, დღევანდელი შედეგი მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, თუმცა მისივე განმარტებით, განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

„ერთი დადასტურდა დღეს, რომ გაფლანგვა არ ყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები კიდევ ორი თვე იქნებიან ტყვეობაში. ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი ჩვენთვის და დარწმუნებული იყავით, რომ საქმეზე საბოლოოდ დადგება გამამართლებელი განაჩენი. საბოლოოდ იზეიმებს სამართალი. შემდეგი ეტაპი არის უზენაესი სასამართლო. თუ იქ ვერ ვიპოვეთ სამართალი, მივმართავ ევროპის სასამართლოს და იქ ამ საქმეზე ის განაჩენი დადგება, რასაც სამართლიანობა მოითხოვს“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ .. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics