14:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 14:51:26, 1875 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: მცხეთის ისტორიული ძეგლებითვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  მისასალმებელი ფაქტია, რომ იუნესკოს მიერ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს  გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა:

„მსოფლიოში ამჟამად მხოლოდ ათი ობიექტია, რომელსაც ასეთი სტატუსი აქვს მინიჭებული და ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ასეთი სტატუსი ენიჭება მხოლოდ ისეთ ძეგლებს, რრომლებსაც კაცობრიობისთვის უდიდესი კულტურული ფასეულობა გააჩნია, მადლობა ყველა უწყებას, რომ აქტიური ჩართულობით მიიღეს  ეს გადაწყვეტილება. ასევე მიმდინარე წელს, მცხეთის ძეგლები ამოიღეს იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან და დაბრუნდა ძირითად ნუსხაში, ასევე 30 ნოემბერს ქართულ ანბანს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics