23:26 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-11 19:51:46, 845 ნახვა

პოლიტიკა
პარიზში მსოფლიო ლიდერთა მსვლელობა დასრულდა - ვიდეო

მსოფლიო ლიდერებმა და მთავრობის მეთაურებმა პარიზის ცენტრში გამართულ მარშში მსვლელობა დაასრულეს.

ლიდერებმა ფეხით გაიარეს დიდი მანძილი. მსვლელობაში მონაწილეობდნენ: საფრანგეთის ლიდერი ფრანსუა ოლანდი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ ქემერონი, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ და პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი. ასევე, ევროკავშირის ლიდერები ჟან-კლოდ იუნკერი და მარტინ შულცი. ერთიანობის მარშში მონაწილეობდა საქართველოს პრემირ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

უსაფრთხობას სპეცრაზმი და სნაიპერთა ქვედანაყოფები უზრუნველყოფენ, რომლებიც დილიდან ქალაქის ცენტრში სახურავებზე არიან განლაგებული.

გარდა ამისა დედაქალაქში მობილიზებულია 2500–მდე სამართალდამცველი.

მათ ლიდერთა უსაფრთხოების გარდა ერთიანობის მარშის მონაწილეთა დაცვაც ევალებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics