13:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 19:05:34, 937 ნახვა

კომენტარი
ნიკა გვარამია: მივმართავ უზენაეს სასამართლოს - მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ტერორში ნუ გვამყოფებენ

„რუსთავი 2“-ის საქმეზე არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბირიფინგი გამართა.

გვარამია უზენაეს სასამართლოს მიმართავს და მას სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, საქმეში მათი მთავარი არგუმენტი არა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტია, არამედ ის, რომ არხის მფლობელები აბსოლუტურად მართლები არიან.

"პირველ რიგში, ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ საქმეში არა ირაკლი ოქრუაშვილის წარმოდგენილი დოკუმენტია, არამედ ის, რომ რუსთავი2-ის მფლობელები არიან აბსოლიტურად მართლები. მათ მიერ სამართლიანად მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არის უკანონო. კეთილსინდისიერი მყიდველისთვის ქონების ჩამორთმევა არ ხდება. მივმართავ უზენაესს სასამართლოს, რომელიც იხილავს ამ სარჩელის დასაშვებობას ზეპირად მოსმენის გარეშე. 4-დან 1 კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო, რომ საქმეზე წარმოება დაიწყოს. ჩვენი კი ოთხივეს აკმაყოფილებს. მივმართავ ამ კოლეგიას, მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სწრაფად, ნუ გვამყოფებენ ტერორის ქვეშ. ის, რასაც უზენაესი სასამართლო აკეთებს, არის ტერორი რუსთავი2-ის თანამშრომლების და მისი მაყურებლების წინაშე. მუდმივი მოლოდინი, თუ როდის მოვა ფოსტით შეტყობინებ ან აღმასრულებელი ან სულაც გასამხედროებული ფორმირება, რომ რუსთავი2-დაიკავოს. ეს არის ტერორი, რომელსაც აწარმოებს უზენაესი სასამართლო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics