14:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 11:09:59, 344 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, ის „დადგმულ შოუში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, - ამის შესახებ კალაძემ პარლამენტში ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე არ ვიცი მთავრობას, ზოგადად სხვა მინისტრებს რა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული. მე პირადად დადგმულ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით,  საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. 

განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია : ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics