02:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 12:25:02, 343 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი შეიტანა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  სახელით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით შესაბამისი განაცხადი  შეიტანა.
როგორც ლევან  ბეჟაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რიგგარეშე სასესიო სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობა“ მთავრობის ეკონომიკური გუნდის მისვლას და  ეკონომიკაში შექმნილ ვითარებაზე დებატებს მოითხოვს.
„სამწუხაროდ ყოველდღიურად გრძელდება საქართველოს  მოსახლეობის და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის  გაღარიბება.  ხელისუფლება ამ პროცესში ავლენს სრულ უნიათობას  და უნარობას. მათ არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა  ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ამიტომ  კიდევ ერთხელ მივმართვთ პრეზიდენტს და პარლამენტს, რომ  მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა,  რათა  განხილულ იქნას ჩვენი  ეკონომიკური კრიზისიდან  გამოყვანის ფართო მასშტაბიანი  გეგმა. პრეზიდენტი  პასუხისმგებელიც არის და ვალდებულიც   მიიღოს კონკრეტული  გადაწყვეტილება და  გამოსცეს შესაბამისი აქტი. ეს საკითხი  შედის უკვე ქვეყნის  საზოგადოების  ინტერესთა ნომერ  პირველ რიგში“,-განაცხადა ბეჟაშვილმა
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილს  საგანგებო სხდომის დანიშვნით მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა მათ მოთხოვნას უარით უპასუხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics