2016-07-23 12:00:34, 1523 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 87 ადამიანი გარდაიცვალა
ჩინეთში, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 87 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 16 მილიონი ადამიანი სახლებიდან ევაკუირებულია.
როგორც Reuters წერს, სტიქიის შედეგად ჰებეის პროვინციაში 72 ადამიანი გარდაიცვალა, 78 კი დაკარგულად ითვლება. 50 000-მდე სახლი დაინგრა და 8 მილიონ 600 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ჩინეთის პროვინცია ჰენანში, 15 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ ტერიტორიაზე 18 ათასი სახლი დაინგრა და 7 მილიონ 200 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, 1.5 მილიონი ჰექტარის მიწის ფართობი დაზიანდა, რამაც 3 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა ქვეყანას.
შეგახსენებთ, რომ ჩინეტში წელს მსგავსი სტიქიის შედეგად 200 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან