2016-07-21 19:15:58, 1676 ნახვა
მსოფლიო
სპეცოპერაციის შედეგად ნიცას ტერაქტში ეჭვმიტანილი 20 ადამიანი დააკავეს
პარიზის გარეუბან არჟანტეიში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
მედია საშუალების ცნობით, დაკავებულია 20 ადამიანი.
როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, ოპერაცია ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან პირდაპირ კავშირშია.
სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ოპერაცია მიმდინარეობს ადგილობრივი მეჩეთისა და ისლამური ბიბლიოთეკის მახლობლად.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 14 ივლისის გვიან საღამოს, ქალაქ ნიცას ინგლისურ სანაპიროზე მოხდა, როდესაც ათასობით ადამიანი ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ფოიერვერკს უყურებდა.
მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა, რის შედეგადაც 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ათი ბავშვი.
მანქანის მძღოლი 31 წლის ტუნისელი მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელი იყო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან