2016-07-17 13:18:45, 1908 ნახვა
მსოფლიო
ერევანში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის შენობა დაიკავეს-ხელისუფლება შეიარაღებულ აჯანყებას უარყოფს
ერევანში შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის მომხრეები არიან, პოლიციის შენობა დაიკავეს. ისინი სომხეთის ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ასევე, გავრცელებული ცნობით, შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეიარაღებულ პირებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ისინი სამართალდამცველებს ჩაბარდნენ.
ცოტა ხნის წინ, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულ პირებს მძევლები ჰყავთ აყვანილი. გარდა ამისა, ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ სომხეთის ხელისუფლება შეიარაღებული აჯანყების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან