2016-07-16 22:33:01, 1689 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი აშშ-ს ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას სთხოვს
ერდოღანი აშშ-ს ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას სთხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ინფორმაციის თანხმად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ სტამბოლში გააკეთა.
ცნობისთვის, მკვლევარი ფეთჰულაჰ გიულენი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ის თურქეთიდან დევნილია სწორედ ხელისუფლებისადმი ოპოზიციური განწყობების გამო.
სამხედრო გადატრიალებასთან მკვლევარის კავშირის შესახებ პირველი განცხადებები თურქეთის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან დღეს დღის განავლობაში უკვე კათედა, თუმცა, ის ღიად არ დაუდანაშაულებიათ.
პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, ვინც იდგება გულანის გვერდით, ჩაითვლება თურქეთის მტრად და მიიჩნევა, რომ თურქეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან