2016-07-16 02:45:38, 1402 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი სტამბოლისკენ მიემართება, ათათურქის აეროპორტში პრეზიდენტის მომხრეები შეიკრიბნენ
თურქეთის პრეზიდენტი სტამბოლისკენ მიემართება. ათათურქის აეროპორტში ერდოღანის მომხრეები შეიკრიბნენ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა თავშესაფარი თხოვა ბერლინს, მისი თვითმფრინავი კი მოგივანებით ლონდონის მისამართით გაფრინდა.
შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი.
ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან