2016-07-16 02:40:57, 1316 ნახვა
მსოფლიო
ანკარის და სტამბოლის მოსახლეობა ქუჩებში გამოდის - ტაკსიმის მოედანზე ერდოღანის მომხრეები იკრიბებიან
თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარის და სტამბოლის მოსახლეობა ქუჩებში გამოდის. ამ წუთებში ტაკსიმის მოედანზე ერდოღანის მომხრეები იკრიბებიან.
შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი.
ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან