03:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 21:36:48, 418 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი გედენიძეს თავს ულტრა-ნაციონალისტები დაესხნენ

სააგენტო "ინტრეპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს აქციაზე მყოფი რადიკალი ნაციონალისტების ჯგუფი დაესხა თავს. როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, რამდენიმე ულტრა-ნაციონალისტი პოლიტიკური პარტია "რეფორმატორების" რიგებში ირიცხება. 

ინფორმატორის ცნობით, რამდენიმე მათგანი ისეთი მოძრაობების წევრები არიან, რომლებიც მკვეთრ ნაციონალიზმს ქადაგებენ და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. ეს ადამიანები ღია პოლიტიკურ საქმიანობას "რეფორმატორებში" და "თავისუფალი საქართველოს" რიგებში აგრძელებენ.

დღეს  არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის "შემოულაწუნე" კიდევ ერთ-ერთი მონაწილე, პარტია "რეფორმატორების" ლიდერის, ირაკლი ღლონტის თქმით კი, ის მომხდარი ინციდენტის საქმის კურსშია, თუმცა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. იგი მიმართავს შსს-ს, გაარკვიოს, მომხდარი ხომ არ არის სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებული ქმედება და დამნაშავე დაისაჯოს.
"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გედენიძე, რომელსაც აქციის "შემოულაწუნე" მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics