|
2016-07-15 12:33:49, 1306 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი: თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება "ისლამური სახელმწიფოსთვის" დიდი დარტყმაა
პენტაგონის განცხადებით, თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ განხორციელებული დიდი დარტყმაა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა. "ის "ისლამური სახელმწიფოს" "ომის მინისტრი" იყო. ის დაჯგუფების ხელმძღვანელობის მთავარი წევრია. მისი ბრძოლოს ველიდან განდევნა "ისლამურ სახელმწიფოზე" მნიშველოვანი დარტყმაა. ეს არის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართულ ჩვენს კამპანიაში წინ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა კუკმა. პენტაგონის ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი, ასევე ცნობილი როგორც ომარ ალ-შიშანი, სავარაუდოდ 10 ივლისს ერაყის ქალაქ მოსულთან საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმას ემსხვერპლა. თუმცა თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგების შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. "10 ივლისს კოალიციიამ განახორციელა ავიადარტყმა, რომელიც მიმართული იყო "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც მოსულში შეხვედრას მართავდნენ. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ომარ ალ-შიშანი "ისლამური სახელმწიფოს" სხვა 16 ლიდერთან ერთად. ჩვენ კვლავ ვმუშაობთ ავიადარტყმის შედეგების დასადასტურებლად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმერებ, ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ ის შეხვედრას ესწრებოდა", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ პენტაგონმა ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის მარტშიც გაავრცელა. როგორც თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, მაშინ პენტაგონმა განმარტა, რომ ინფორმაცია ავიადარტყმის შედეგების შესახებ წინასწარ შეფასებას ეყრდნობოდა. "სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მაშინ გვქონდა მიგვითითებდა, რომ ის მოკლულია. მაშინ ჩვენი სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი სურათი არასრული იყო", - განაცხადა პიტერ კუკმა. ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, თარხან ბათირაშვილის იგივე ალ-შიშანის ოჯახში, მის მკვლელობას ადასტურებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში,სადაც მხოლოდ ბათირაშვილის მამა ცხოვრობს, ჭიშკარი გახსნილია და ახლობლები სამძმარს იღებენ.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)