03:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 12:58:13, 994 ნახვა

კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი: მალე საქართველოში პატარებისთვის „უსაფრთხო სოფელი“ შეიქმნება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

გიორგი მღებრიშვილმა სკოლის მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მალე საქართველოში პატარებისთვის „უსაფრთხო სოფელი“ შეიქმნება:

 "იცით, რატომ იყო ეს კონკურსი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ასეულობით ბავშვმა დაიწყო ფიქრი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ეს ჩემთვის და ჩემი უწყებისთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა. დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება პირდაპირ კავშირშია ბავშვებისა და მოზარდების შესაბამის განათლებასთან. ამ მიზნით, ჩვენ ბევრ პროექტს ვახორციელებთ. მალე საქართველოში პატარებისთვის „უსაფრთხო სოფელი“ შეიქმნება, სადაც ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე, შემეცნებით-გასართობი მეთოდებით, უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს აზიარებენ. გმადლობთ ყველას, რომ ერთად გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხო საგზაო მოძრაობისკენ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics