22:34 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 15:13:04, 686 ნახვა

სამხედრო
პრემიერი მიიჩნევს, რომ ხიდაშელის გადაწყვეტილება მთავრობამ და უშიშროების საბჭომ უნდა განიხილონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვა სჭირდება.

ამასთან, კვირიკაშვილის თქმით, საკითხი უშიშროების საბჭომაც უნდა განიხილოს.

„პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, მისი მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, საჭიროებს მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვას და შესაბამის დასტურს. პრემიერი ასევე მიჩნევს, რომ საკითხი უნდა იქნას განხილული უშიშროების საბჭოს მიერ“, - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics