13:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 22:19:00, 1307 ნახვა

მსოფლიო
შეერთებული შტატები უკრაინას რეფორმებისთვის 220 მილიონ დოლარს გამოუყოფს

შეერთებული შტატები უკრაინას რეფორმებისთვის 220 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ცნობილია, ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმებას ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა ვაშინგტონში შეხვედრისას მიაღწიეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თანხები საბაჟო და სასამართლო სისტემის რეფორმირებას, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, დეცენტრალიზაციის ზომების გაფართოებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ხელშეწყობას მოხმარდება.

"ამ ფინანსური დახმარებით გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძვლების გაძლიერებისკენ და ჰუმანიტარული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics