23:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 14:06:27, 1272 ნახვა

მსოფლიო
თელ-ავივის ცენტრში სროლას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელ-ავივის ცენტრში სავარაუდოდ ორმა პალესტინელმა ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაშავდა. 3 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველების ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს, მეორე კი დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულია.

როგორც სააგენტო იუწყება, ინციდენტი ისრაელის სამხედრო შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს შენობების კომპლექსის მახლობლად მოხდა. თელ-ავივის ამ რაიონში ასევე მრავალი კაფე და რესტორანია განლაგებლი.

ერთ-ერთ კაფეს სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ კადრებში, რომლებიც ისრაელის ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს როგორ ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი მამაკაცი კაფეში მყოფ ხალხს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics