23:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 15:02:48, 1233 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში, ევრო 2016-ის მიმდინარეობისას უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებს მიიღებენ

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს საფრანგეთი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ Reuters  საფრანგეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პატრიკ კანერზე ინტერვიუზე დაყრდნობით იუწყება.

მინისტრის თქმით, ”ევრო-2016”-ის დროს უსაფრთხოების ზომებს 77 ათასი სამართალდამცველი და კერძო დაცვის სამსახურების 13 ათასი თანამშრომელი უზრუნველყოფენ.

როგორც კანერმა აღნიშნა, საფრანგეთში ტერორისტული საფრთხე არსებობს, თუმცა ”ევრო-2016”-ის დროს რაიმე კონკრეტულ საშიშროებაზე საუბარი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საფეხუბრთო ჩემპიონატი საფრანგეთში 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics