21:35 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-29 18:09:31, 1267 ნახვა

მსოფლიო
თურქეთს ახალი პრემიერი ჰყავს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი გახდა. ინფორმაციას  Reuters ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალ პრემიერსა და  მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა ნდობა  315 ხმით, 138-ის წინააღმდეგ გამოუცხადა. 

შეგახსენებთ, დავუთოღლუს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერსა და პრეზიდენტ ერდოღანს შორის საათ-ნახევრიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წინ უძღვოდა რამდენიმეკვირიანი დაძაბული ურთიერთობები. Reuters-ის ინფორმაციით, აჰმეთ დავუთოღლუ მხარს არ უჭერს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გეგმას, რომელიც  პარლამენტის უფლებამოსილების შემცირებასა და პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.
 დავუთოღლუ თურქეთის პრემიერის პოსტს 2014 წლის შემდეგ იკავებს, მას შემდეგ რაც ერდოღანმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. თუმცა, ეს ორი მაღალჩინოსანი 2015 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ გარკვეულ საკითხებზე ვეღარ თანხმდებიან. აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმებაში დავუთოღლუს მიიჩნევს პარტნიორად. დავუთოღლუს თანამდებობიდან წასვლა კი ევროპული მედიის ცნობით, თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესისთვის კარგი ნიშანი არ იქნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics