22:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 13:43:09, 3662 ნახვა

საზოგადოება
22 მარტს, 02:00 საათიდან მოქალაქეები სამების ტაძარში ვეღარ შევლენ

22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე, მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ, რადგან ტაძარი მსახურებისთვის უნდა მოამზადონ. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ დროს მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში, გაჩერდნენ, თუმცა უშუალოდ ტაძარში ვერ შევლენ.

ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი საქართველოში 11 საათზე ჩამოფრინდება, 12 საათზე კი დაიწყება წესის აგება. წირვაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო, 12 მღვდელი და 7 დიაკონი.

"მსოფლიო პატრიარქი ჩამოფრინდება 11 საათზე თვითმფრინავით და პირდაპირ აეროპორტიდან მოვა. იმედია, რომ ეს რეისი არ დააგვიანებს და თუ ყველაფერი ზუსტად განრიგის მიხედვით არის, 12 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი. წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მარტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და სინოდის წევრები. [...] გადაწყდა, რომ 12 მღვდელი იქნება და 7 დიაკონი." - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics