08:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-08 21:40:24, 658 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე განათლების ე.წ რეფორმაზე: ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "განათლების რეფორმას ბოლომდე მიიყვანენ".

პროპაგანდისტული იმედის ეთერში მან უმაღლესი განათლების სისტემასა და უნივერსიტეტების რაოდენობაზე საუბრისას თქვა, რომ რესურსი ირაციონალურად გამოიყენება.

"საქართველოს დედაქალაქში ჩვენ გვაქვს 3 მულტიფუნქციური უნივერსიტეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არ არის დარგობრივი უნივერსიტეტი, ესეც არის ჩამოყალიბებული ბოლო 35 წლის განმავლობაში, როგორც მულტიფუნქციური უნივერსიტეტი. ერთ მარტივ მაჩვენებელს მოვიყვან - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დაახლოებით 60% გადის არატექნიკურ კურსებს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ესენია არატექნიკური დისციპლინები, შესაბამისად, ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა დაახლოებით ისეთ უნივერსიტეტად, როგორიცაა თსუ, როგორიცაა ილიას უნივერსიტეტი და ერთ ქალაქში გვაქვს 3 მულტიფუნქციური უნივერსიტეტი, რის საშუალებასაც არ აძლევს საკუთარ თავს, მაგალითად, გერმანია. ერთადერთი პრეცედენტია ბერლინი, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, სადაც არის 2 უნივერსიტეტი. ყველა სხვა ქალაქში, მათ შორის, მილიონიან ქალაქებში არის თითო უნივერსიტეტი და საქართველოში, სადაც არის სერიოზული პრობლემები, სერიოზული დეფიციტი, მათ შორის, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, როგორ შეიძლება, ერთ ქალაქში გქონდეს, მაგალითად, 3 იურიდიული ფაკულტეტის შენარჩუნების ფუფუნება. [...]

თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი რეფორმის შინაარსთან დაკავშირებით, უნდა გამოვიდეს საკუთარი არგუმენტებით და არა უარგუმენტო კრიტიკით იმაზე, თუ რას აკეთებს ხელისუფლება. გამომდინარე იქიდან, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ რეფორმას ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის, ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ეს რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი და ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ"- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics