12:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-22 14:07:36, 572 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში

მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში - თქვა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სხდომას მე-3 პრეზიდენტიც ესწრება.

"არსებობს მდუმარე უმრავლესობა, რომელიც ორივე მხრიდან დააკომპლექსეს ჩემი სახელის ხსენებაზე, მაგრამ ძალიან სწრაფად თავისუფლდება ამ კომპლექსებისგან. მე ბევრი ვისაუბრე წარსულზე, მაგრამ მე არ გეპატიჟებით წარსულში. მე თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის და უკვე ვხედავ მომავალს, რომელშიც მე არცერთი თანამდებობა არ მინდა, მაგრამ მინდა, რომ დაფასდეს შრომა უამრავი გამოცდილი, პატრიოტი ადამიანის და მასთან ერთად განსაკუთრებული როლი უნდა მივაკუთვნოთ ახალგაზრდობას, რომლის საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა, რომ მზადაა და ღირსია ქვეყნის მმართველობაში მოსვლის.

მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში. მე საბრძოლო ფორმაში ვარ, ძალიან დიდ მხარდაჭერას და ენერგიას ვგრძნობ ხალხისგან და მზად ვარ ხელახლა მივიღო მონაწილეობა საქართველოს უმძიმესი კრიზისიდან ამოთრევაში... ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება. რაზე ვკამათობთ საერთოდ?" - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics