18:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-21 11:31:49, 633 ნახვა

პოლიტიკა
დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

 მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე - განაცხადა ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

"საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის.

გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან დემოკრატიული უკუსვლის, ოპოზიციონერთა დაპატიმრებებისა და მოკავშირე ელჩებზე თავდასხმებთან დაკავშირებით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე." - განაცხადა დაუდმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics