23:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-08 20:58:26, 971 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის საგარეოს პრესსპიკერი: ფიშერის გაწვევა მკაფიო სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საერთაშორისო მედიასთან განაცხადა, ელჩ პიტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა "ძალიან მკაფიო დიპლომატიური სიგნალი იყო ქართული ხელმძღვანელობისთვის".

მისივე თქმით, გერმანიის საგარეო უწყების მოლოდინია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩის მიმართ პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პარასკევს ასევე განაცხადა, რომ ფიშერი საქართველოში დაბრუნების შემდეგ "განაგრძობს თავის ერთგულ საქმიანობას", ხოლო საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე გაიმართა მოლაპარაკებები.

"ჩვენ ახლა ქართულ ხელმძღვანელობას მისი ქმედებებით შევაფასებთ. ამით გამოვიტანთ შემდგომ დასკვნებს", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ პიტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics