16:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 09:43:58, 1282 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - შვიდი ომი შევაჩერე, მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ შვიდი ომი შეაჩერა, თუმცა ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა.

ტრამპის თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს, შორის პირადი დამოკიდებულებაა ყველაზე დიდი დაბრკოლება მათი შეხვედრისთვის.

„ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი ისე სძულთ, რომ ლაპარაკიც კი უჭირთ“, — განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა შემდეგი ნაბიჯი სამმხრივი სამიტი, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ფორმატს მნიშვნელობა არ აქვს.

„მოლაპარაკებები იქნება — სამიტს დავარქმევთ თუ უბრალოდ შეხვედრას, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ალბათ, მე მომიწევს ჩართვა, რადგან მათ ერთმანეთი ისე სძულთ, რომ თითქმის ვერ საუბრობენ“, — აღნიშნა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics