10:43 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 19:57:47, 1047 ნახვა

სამართალი
ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზეც პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს რისკი, რომ ნიკა მელია მიიმალოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, რომელსაც ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი არ დაეთანხმა, რადგან, მისი თქმით, წარმოუდგენელია უკვე პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ, პროკურორის მიერ გაჟღერებული ვარაუდები განახორციელოს.

ასევე, სხდომაზე ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა დაკითხულ მოწმეებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პროკურატურას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე არ გამოუკითხავს, რომლის მიხედვითაც წარმოუდგენელია ბრალდების მხარემ ისაუბროს იყო თუ არა წყლის შესხმა შეურაცხმყოფელი.

სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ დასწრებია.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics