01:12 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 14:40:13, 735 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები გაანადგურეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში გაზის მოპოვების პლატფორმებზე მტრის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები სახმელეთო და საჰაერო დრონების გამოყენებით გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უნიკალური სპეციალური ოპერაციების შემუშავებას და განხორციელებას შავი ზღვის წყლების რუსი დამპყრობლებისგან, მათი სამხედრო ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობისგან გასაწმენდად.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მე-13 მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით კომბინირებული სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს. მისი სამიზნე უკრაინის გაზის წარმოების პლატფორმებზე განლაგებული რუსული რადიოლოკაციური აღჭურვილობა იყო“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად განადგურდა რადიოლოკაციური სადგური „ნევა“, რომელსაც მოწინააღმდეგე საჰაერო და წყალზედა ვითარების მონიტორინგისთვის იყენებდა, ასევე საწყობები და კოშკურაზე არსებული საცხოვრებელი ბლოკი.

„კიდევ ერთხელ შევახსენეთ მტერს, რომ შავ ზღვაში რუსული ხარახურის ადგილი არ არის“, - აცხადებენ უწყებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics