2016-03-15 16:36:38, 688 ნახვა
სამართალი
მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ბრიფინგი 18:00 საათზეა ჩანიშნული.
საგამოძიებო უწყებაში სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ გაკეთდება განცხადება.
შეგახსენებთ, დღეს დილით მთავარმა პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. დაკავებულები კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე არიან. როგორც უწყებაში განმარტეს აღნიშნული პირები, ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიან დაკავებულები და არა ინტერნეტში მასალის ატვირთვისთვის
ცნობისთვის, ერთ-ერთი დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან