03:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 18:41:29, 1045 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 14 აპრილს ჩაინიშნა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა. მომდევნო სხდომა 14 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები, პოლიციელები დაკითხეს.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მზია ამაღლობელმა მოწმე პოლიციელი, თამარ კერესელიძე სიცრუეში დაადანაშაულა. მან მოსამართლეს მიმართა, რომ მოწმე თამარ კერესელიძე ცრუ ფაქტებზე საუბრობს.

არსებითი საქმის სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა შესავალი სიტყვა თქვეს. მათ ასევე შუამდგომლობით მიმართეს, მოწმის სახით სამი პოლიციელის, მათ შორის აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების გამოკითხვის თაობაზე, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პროცესზე პერიოდულად ისმოდა მოსამართლის, პროკურორებისა და მოწმეების მიმართ რეპლიკები. პარალელურად სასამართლოს შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა შეძახილებით: “თავისუფლება მზიას”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics