2016-03-13 10:43:49, 659 ნახვა
სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურში საქართველოს დროშით მცურავი ორი თევზსაჭერი სეინერი „KOROGLU BALIKCILIK” და “TRABZON SU URUNLERI-1” დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გემის კაპიტნებს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ ჯარიმა - 100 000 ლარის ოდენობით.
საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან